|
2018-02-07 16:43:12, 2038 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ლუკ კოფთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორგანიზაციის Heritage Foundation "დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის" დირექტორი ლუკ კოფი მიიღო. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველო - ამერიკის ურთიერთობების განვითარებისა და ნატო - საქართველოს ურთიერთობის საკითხები, ამერიკის როლი ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში და ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგის გამყარებას. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველო - ამერიკის ურთიერთობებში. "პირველ რიგში, ეს არის ნატოში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაცია და ამერიკის როლი ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში. ლუკ კოფი წარმოადგენს დღეს აშშ-ი ერთ - ერთ ყველაზე უფრო გავლენიან, აკადემიურ ორგანიზაციას, რომლის რეკომენდაციები ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში ძალიან ხშირადაა გათვალისწინებული", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)