|
2018-02-07 16:31:23, 1979 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას დღეს ეწვევა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისა და პროკოპის პავლოპულოსის პირისპირ საუბარი შედგება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით. საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის, ოპოზიციის ლიდერს კირიაკოს მიცორაკისს შეხვდება, ასევე გაიმართება შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული სამართლის ორგანიზაციის დირექტორთან, სპირიდონ ფლორაიტისთან. საქართველოს პრეზიდენტი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი. პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საბერძნეთში 9 თებერვალს დასრულდება.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)