18:17 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 11:08:06, 1941 ნახვა

სამართალი
სასამართლო ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ე.წ. წითელ ბაღში, #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

დაკავებულს ბრალი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ წარედგინა.

შეგახსენებთ, 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, "წითელ ბაღში" #35-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს.

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics