03:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 12:46:07, 2550 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰამასის“ ლიდერი ტერორისტად გამოაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისლამური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.

ინფორმაციას „ როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ჰანიე ეგვიპტეში მოქმედ ორ და პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედ ერთ ისლამურ დაჯგუფებასთან ერთად, გლობალურ ტერორისტად სახელდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ  ე.წ. შავ სიაში შეყვანილი დაჯგუფებები ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან და აშშ-ს მოკავშირეებს, ეგვიპტესა და ისრაელს თავს ესხმიან.

აღნიშნულს „ჰამასი“ უკვე გამოეხამურა. დაჯგუფების წარმომადგენელმა, ისმაელ რადვანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჰანიეს ვერ დააზარალებს, რადგან არაბულ და ისლამურ სამყაროში ის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics