|
2015-05-13 19:03:15, 404 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველო–იტალიის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ პიერ კარლო პადოანის შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. იტალიური კომპანიების მხრიდან არსებობს განსაკუთრებული ინტერესი სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, ასევე ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „იტალიური ინვესტიცია წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტიციას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ იტალიური კომპანიები ახორციელებენ არაერთ წარმატებულ პროექტს, მათ შორის არის „ფერერო როშერი“,–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და გამოითქვა კმაყოფილება ბოლო პერიოდში იტალიელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის გამო. მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთან მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს პერსპექტივები, რომლებიც აქტუალურია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან ინტეგრაციისთვის. შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)