|
2018-01-26 15:17:52, 1722 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევით მმართველ პარტიას არც არაფერი გვემატება და არც გვაკლდება
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღებით ან არ მიღებით, მმართველი პარტია თავის პოზიციებს ვერც გაიუმჯობესებს და ვერც დაისუტებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი პოლიტიკური კონტექსტისგან აბსოლუტურად დაცლილია. „იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ კანონპროექტის გარშემო, მათ შორის „ქართული ოცხნების“ შიგნით. იყო გარკვეული ჯგუფი დეპუტატებისა რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ან თავი შეიკავეს მხარდაჭერისგან ამ კანონპროექტან მიმართებით, ასევე იყო სხვადასხვა მოსაზრებები საზოგადოებაში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ განვიხილოთ ჩვენ ეს კანონპროექტი. მოგეხსენებათ, კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეტოს გადალახვა, ჩვენი თვითმიზანია მივიღოთ დახვეწილი კანონი, რომელიც მოაწესრიგებს საქართველოში მაუწყებლობის საკითხებს, მათ შორის კონკრეტულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებს. მე ვიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც მხარი დავუჭირე კანონპროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი. უნდა ითქვას, რომ არის კანონპროექტები, რომელთა ამა თუ იმ სახით მიღება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პოზიციებზე, შეიძლება მიიღო გარკვეული კანონი, რომელიც დადებითად აისახება მმართველი პარტიის პოზიციებზე და უარყოფითად ოპოზიციაზე, ან პირიქით. ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც აღვწერე. პოლიტიკური ეფექტი ამ კანონს არ აქვს. კანონის მიღებით ან არ მიღებით მმართველი პარტია თავის პოზიციებს ვერც გაიუმჯობესებს და ვერც დაისუტებს, შესაბამისად, პოლიტიკური კონტექსტისგან არის დაცლილი ეს დისკუსია. ეს კანონი რომ მივიღოთ და ვეტო არ გადავლახოთ, ამით მმართველ პარტიას არც არაფერი გვემატება და არც არაფერი გვაკლდება, ისევე როგორც საპირისპირო შემთხვევაში. პოლიტიკური ფონი ამ კანონპროექტს არ აქვს, თუმცა პოლიტიზებული გახდა ეს დისკუსია. მთავარი არის ის, რომ მმართველ პარტიას პოლიტიკური ინტერესი არ აქვს“,- განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ მედიაორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ უმრავლესობას შეხვედრის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. მათ პარლამენტს მოუწოდეს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)