06:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 13:35:46, 1890 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი გროზნოს მერზე: ალბათ შემოვიდა როგორც ტურისტი და გავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარია გროზნოს მერის, მუსლიმ ხუჩიევის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხუჩიევი არც ერთ ამკრძალავ სიაში შეყვანილი არ ყოფილა.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდათ თუ არა სპეცსამსახურებს ინფორმაცია, რომ ხუჩიევი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, ომის დამნაშავეა, მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს.

“ ეს ინფორმაცია მესმის თქვენგან პირველად და გადავამოწმებ. ეს ადამიანი არცერთ სიაში არ ყოფილა შეყვანილი არასოდეს და შესაბამისად, როგორც ტურისტი ალბათ შემოვიდა და გავიდა. ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ და თუ დადასტურდა მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განაცხადა გახარიამ.

 „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გროზნოს მერი საქართველოში „გასაიდუმლოებული ვიზიტით“ იმყოფება. ტელეკომპანიის ცნობით, იგი ჯერ თბილისში, შემდეგ კი, ბათუმში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ხუჩიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics