|
2018-01-22 19:25:37, 2615 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს
საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს - ეს საკითხი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზესაუბარი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ საკითხებს შეეხო. მხარეებმა ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს. ისაუბრეს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე. აღინიშნა, რომ პროექტში მონაწილეობა სასარგებლო იქნება მასში ჩართული ქვეყნებისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქვეყენაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)