|
2018-01-22 16:50:50, 2319 ნახვა
პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები გაიმართა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად,ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხები წარმოადგენდა. შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, კომიტეტისთავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძეესწრებოდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლებასა და პარლამენტსშორის კონსულტაციები დაწყებულია. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები სხვა არასამთავრობოორგანიზაციებთან, სამედიცინო და აკადემიურ წრეებთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთანაც გაიმართება. აღინიშნა, რომ რეფორმის მომზადების პროცესში მათი ჩართულობა პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის დანარკოდანაშაულთან ბრძოლის მხრივ აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)