|
2018-01-20 15:39:15, 2313 ნახვა
სამართალი
სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი: საბა სამუშია ამბობს, რომ დანას თავდაცვის მიზნით იქნევდა
გმირთა მოედანზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას ადვოკატის ირმა შალამბერიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, საბა სამუშია აღიარებს, რომ თავის დაცვის მიზნით დანას იქნევდა. "არ იცის ვინ დაჭრა და რამდენი დაჭრა, მაგრამ თავის დაცვის მიზნით, იქნევდა დანას. ამას აღიარებს. საქმეში მეორე დანაც ფიგურირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მეორე დანა სუფრის დანა იყო. ამას მგონი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დაზარალებული 4 ადამიანია და დაზარალებული მათ შორის არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. ესენია: 117 მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), 118 მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც 3დან 5-წლამდე პატიმრობით ისჯება) და 239 მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება). მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. მანამდე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა.
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)