07:28 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 09:46:53, 1994 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 15-17 იანვარს, ოფიციალური  ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  იგი შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაიმონდ ვეიონისთან და სეიმის თავმჯდომარესთან, ინარა მურნიეცესთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და ინარა მურნიეცე საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ ინეტა ზიემელესთან,  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩთან, ეკონომიკის მინისტრ არვილს აშერადენსთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორ იანის სარტსსთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს და თავისუფლების მონუმენტს ყვავილებით შეაკობს. ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და  ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან და ძველ რიგას დაათვალიერებენ.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე, ვანო ზარდიაშვილი, ბექა ოდიშარია, რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან. ​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics