|
2018-01-10 11:03:15, 1547 ნახვა
კომენტარი
კალაძე: წელს პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება
2018 წლის ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს. „გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვიცით, რომ ამ მიმიმართულებით, სერიოზული უკმაყოფილებაა და საცობების თვალსაზრისით პრობლემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, გასული წლის ბოლოს, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იქ არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყო. „წელსაც, 62 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ამ პროცესში პრიორიტეტული ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება იქნება. წელსვე, დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის და მისი მიმდებარე ტერიტორიის - 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც. მგონია, რომ ზოგადად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)