|
2018-01-09 19:01:08, 1797 ნახვა
სამართალი
ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი: ჩხუბის დროს 2 დანა ფიგურირებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, დაცვის მხარის განცხადებები, თითქოს საქმეში 2 დანაზე მეტი ფიგურირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. პროკურორის მტკიცებით, დადგენილია, რომ საქმეში ჩხუბის დროს ორი დანა იყო გამოყენებული. "საქმეში ჩხუბის დროს ფიგურირებს ორი დანა. აღნიშნული გარემოება დასტურდება არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ სხვა მატერიალური მტკიცებულებებით. გაუგებარია რაზე დაყრდნობით საუბრობს დაცვის მხარე ორ დანაზე მეტზე. საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები და დადასტურდება ის ინფორმაცია, რაც ბრალდებას სხდომაზე წარდგენილი აქვს. გარდაცვლილებისთვის მიყენებული დაზიანებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები თანხვედრაშია", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ და დასძინა, რომ ზუსტადაა დადგენილი, რამდენი პირი მონაწილეობდა ჩხუბში და რამდენი იყო მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორი დეტალებს არ ახმაურებს. ამასთან, წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა განმარტა, რომ საქმეში ფიგურირებენ არა სხვა დაჭრილი პირები, არამედ პირები, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიყენებული. "დაჭრილი პირი - არ მიხსენებია. საუბარია დაზიანებებზე. სხვა პიროვნებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგენილია, რა სახის დაზიანებები აქვთ. მნიშვნელოვან დაზიანებებზე საუბარი არ არის", - აღნიშნა პროკურორმა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიაყენა ხსენებულ პირებს დაზიანება, აღნიშნულის დადგენის მიზნით, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)