|
2018-01-05 18:39:57, 1797 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „დამფრთხალი გნომის შურისძიება“ უწოდა
"მდაბიო ოლიგარქმა გადაწყვიტა ჩემი გასამართლება იმ ბრალდებით, რომლითაც არცერთი პრეზიდენტი, არასოდეს მსოფლიოს უახლეს ისტორიაში არ გაუსამართლებიათ", - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, შეწყალების უფლების გამოყენების გამო მისი გასამართლება, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ყოფილმე პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქართველი ხალხი ოლიგარქის მოსაშორებლად უნდა მოემზადოს. "ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) არის საქართველოს დიდი უბედურება. მისი მეშვეობით გვანგრევს ჩვენი მტერი, ჩვენ საქმეებში ხელს აფათურებენ მათ შორის უკრაინელი ოლიგარქები. მე გავხდი მთავარი თავის ტკივილი პუტინის, უკრაინელი ოლიგარქების და ივანიშვილის. პუტინმა აცოტა ხნის წინ მე მთელი პრესკონფერენცია მომიძღვნა. ის, რაც მოხდა თბილისში დღეს, არის პუტინის დავალების პირდაპირი შესრულება სამი ქვეყნის ოლიგარქების და მათი ადგილობრივი შემსრულებლების მიერ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაშორებლად, გამოვაცხადოთ განსაკუთრებული მობილიზაცია და ამაში ჩავერთვები ძალიან აქტიურად. რა თქმა უნდა, არ მივატოვებ ქართველ ხალხს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის შეშინებული, დამფრთხალი, პატარა გნომის შურისძიება ჩემს წინააღმდეგ. ის სუსტია, კუთხეშია მიმწყვდეული და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. მე დაგეხმარებით და ჩავერთვები ამ საქმეში. საქართველო ისევ უნდა გავათავისუფლოთ და სწორ გზაზე დავაყენოთ. ძალიან მიყვარს საქართველო და ეს დღე ამ სიყვარულს ამტკიცებს. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დროა ხელები დავიკაპიწოთ, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც მალე დადგება და როდესაც ყველა ერთად დავირაზმებით და დავახვევინებთ ოლიგარქს და მის მონებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ჩვენი ცხოვრებიდან”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)