|
2018-01-05 15:45:11, 1845 ნახვა
კომენტარი
ენმ: საქართველოს, მოსამართლე გიორგი არველაძის სახით, ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე შეემატა
„დღეს, საქართველოს, მოსამართლე გიორგი არველაძის სახით ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე შეემატა“, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა“ ზაზა ბიბილაშვილმა საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა. „ე.წ. მოსამართლე გიორგი არველაძემ დღეს განაჩენი გამოუტანა არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურასა და შუშის სასახლეში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვპირდებით მას და პროკურორად წოდებულ ირაკლი ნადარეიშვილს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. მინდა საზოგადოებამ იცოდეს სწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროს მათ, ვინც ამბობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ე.წ. გირგვლიანის საქმეში ცნეს დამნაშავედ. საქმე, რომელზეც სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა, ეხება კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას. უფრო კონკრეტულად კი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შეიწყალა და მათ სასჯელი გაუნახევრდა. არაფერი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია. და ვინც ამას ამბობს, ან სახელისუფლებო მედიაა, ან უშუალოდ ხელისუფლების პროპაგანდაში მონაწილეობს. 2012 წლის შემდგომ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, განუწყვეტლივ გვესმის ფარისევლური საუბრები იმაზე, რომ კანონი ყველასთვის ერთია და მასზე მაღალი არავინაა. თუმცა დღეს მკაფიო რეალობის წინაშე დავდეგით - არათუ კანონია ყველასთვის ერთი და მის წინაშე ყველა თანასწორია, არამედ ივანიშვილმა მოსამართლის ხელით გვითხრა რომ კანონი არის ის, რასაც ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრი იტყვის“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა. საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ სააკაშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით რამდენჯერმე მიმართა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)