00:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 12:49:11, 1837 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმადე იქნას დაყვანილი.

„ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ, ჩვენი ინიცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსურად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კონტექსტშიც და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, არასრულწლოვანთა დანაშაული შევამციროთ და ძალადობა არასრულწლოვანთა შორის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა.

“საპატრულო პოლიციაც გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. 2017 წლის განმავლობაში ჩვენ „ევროპოლთან“ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics