06:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 19:10:57, 2703 ნახვა

პოლიტიკა
დე-ფაქტო საგარეო მინისტრი - საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი შოტლანდიაში ძველ ადგილს დაუბრუნდა

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში „საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომლის დემონტაჟიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს მოთხოვნით მოხდა, ძველ ადგილს დაუბრუნდა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა.

ინფორმაციას "სპუტნიკ-აბზახია" ავრცელებს.

როგორც ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, ძეგლი დააბრუნეს და დააყენეს ძველ ადგილზე.

"ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე თანათავმჯდომარეებმა გვაცნობეს, რომ დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც მათ განუცხადეს, რომ ძეგლი ძველ ადგილს დაუბრუნდა“, - განაცხადა კოვემ.

კოვეს თქმით, "არ შეიძლება ისეთ საკითხებზე თამაში, როგორიც ხსოვნაა".

ცნობისთვის, რომ 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან კილმარნოკში აღმართული მემორიალის დემონტაჟი მოითხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics