|
2017-12-22 13:07:43, 1394 ნახვა
სამხედრო
ლელა ჩიქოვანმა SNGP-ის მრჩევლები დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩევლები დააჯილდოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელი კაპიტანი ხარვი სი და ესპანელი ვიცე-პოლკოვნიკი სერხიო გომეზ ტორრესი "გენერალ გიორგი კვინიტაძის" სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ექსპერტებს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში საკუთარ მისიას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ბრიტანელი მრჩეველი ივლისიდან, ხოლო ესპანელი - ივნისიდან ასრულებდა. ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, JTEC-ისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)