03:15 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 20:32:37, 2357 ნახვა

სამართალი
შსს ქუთაისში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს სამი დაუდგენელი ნიღბიანი პირი ქუთაისში, სულხან საბას მე-5 ჩიხში, 1980 წელს დაბადებული თ. ა.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ერთ-ერთმა პირმა გადაჭრილი თოფიდან გასროლით ოჯახის ერთი წევრი - 2002 წელს დაბადებული ნ.მ. ფეხის არეში დაჭრა, რის გამოც იგი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ თვითმხილველები და თ.ა.-ს ოჯახის წევრები. დადგინდა, რომ თავდამსხმელებს ფული ან ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics