17:34 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-17 18:13:20, 807 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს  დღესასწაული მიულოცა.

 ზურაბ პატარაძემ მილოცვაში ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და განსაკუთრებულ ურთიერთობას.

,,ქართველებსა და ებრაელებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს, რომელიც 26 საუკუნეა გრძელდება. ეს არის ნამდვილი მაგალითი ძმობისა და ურთიერთგაგების. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონშიც საზეიმოდ აღინიშნება ხანუქას დღესასწაული. კიდევ ერთხელ, სულითა და გულით ვულოცავ ამ დღეს ყველა ებრაელს. მინდა ვუსურვო  მათ მშვიდობა, ბედნიერება, განვითარება, ჩვენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა  და წარმატებული მომავალი"-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკემბერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევის და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა.

დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია.

(NS) 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics