|
2017-12-16 17:23:23, 2609 ნახვა
მსოფლიო
National Interest: 5 რეგიონი, სადაც 2018 წელს შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს
ამერიკელმა პროფესორმა, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტმა რობერტ ფარლიმ ის ხუთი რეგიონი დაასახელა, სადაც 2018 წელს, ჰიპოთეტურად შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. შესაბამისი შინაარსის სტატია მკვლევარმა გამოცემა National Interest-ში გამოაქვეყნა. როგორც ფარლი წერს, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით კი, სირიაში, სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ რეგიონში, სადაც კონფლიქტი უკვე არსებობდა, ის მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო გაღვივდა. მკვლევარი პირველ რეგიონად ჩრდილოეთ კორეას ასახელებს: "ჩრდილოეთ კორეა ნამდვილად არის საგარეო პოლიტიკაში არსებული, ერთ-ერთი ძირითადი კრიზისი. ფხენიანის წარმატება ბალისტიკური რაკეტების გამოცდაში და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გამოუცდელობა, საერთო ჯამში სახიფათო სიტუაციას ქმნის. ამან შესაძლოა ომის სახე მიიღოს, რომელიც ჩინეთსა და იაპონიას ჩაითრევს", - წერია სტატიაში. კიდევ ერთ დაძაბულ ადგილად ტაივანი ითვლება: "ცოტა ხნის წინ ჩინელმა დიპლომატებმა და სამხედროებმა განაცხადეს, რომ პეკინი ტაივანს სამხედრო ძალის დახმარებით გააერთიანებს. გარდა ამისა, ჩინეთმა რეგიონში სამხედრო ქმედებები გაააქტიურა", - წერს პროფესორი. ამავე სიაში მოხვდა, საქართველოს მეზობელი ქვეყანა, უკრაინაც: "სიტუაცია უკრაინაში კვლავ დაძაბულია. აღმოსავლეთში ზავი მუდმივად ირღვევა და ხდება შეტაკებები, უკრაინულ ძალებსა და სეპარატისტებს შორის, რომლებსაც მხარს მოსკოვი უჭერს. გარდა ამისა, ქვეყნის დედაქალაქში მუდმივად აქციები და დემონსტრაციები იმართება, რომელბსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კურირებს, ამან კი, უკრაინის მთავრობის სტაბილურობა ეჭვქვეშ დააყენა. კონფლიქტი შესაძლოა სხვადასხვა მიმართულებით გაღვივდეს: უკრაინის ხელისუფლების დამხობით, რომელიც თეორიულად კრემლს აწყობს და ეს რეგიონში დესტაბილიზაციას შექმნის. კერძოდ კი, პუტინს შეეძლება ქვეყნის უფრო დიდი ტერიტორიის დაკავება. მეორე - ხელისუფლების დამხობა, რომლის შემდეგაც ხელისუფლებაში მემარჯვენე ხაზის მოსვლას განაპირობებს და ამას დიდი "აფეთქება" მოჰყვება", - ნათქვამია სტატიაში. სიაში საქართველოს კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაზე, თურქეთზე საუბარი: "ურთიერთობა თურქეთსა და ამერიკას შორის პრაქტიკულად დაიმსხვრა. ანკარის დაშორება ევროკავშირსა და აშშ-თან და მისი რუსეთთან დაახლოება რეგიონის ძალაუფლების ბალანსში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ანკარა, მოსკოვი და ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ომი დღევანდელი დიპლომატიური სიტუაციის მოსაგვარებლად გონივრულია. თუმცა, თურქეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა და კონფლიქტმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სირიაში, ერაყში, ირანში, ბალკანეთსა და კავკასიაში მოვლენების განვითარებაზე", - მიიჩნევს პროფესორი. გარდა ამისა, მკვლევარი თვლის, რომ ირანსა და საუდის არაბეთში არსებული მდგომარეობაც საკმაოდ საგანგაშოა. დასკვნის სახით, ფარლი წერს, რომ მსოფლიო "საკმაოდ საშიშ ადგილად რჩება". "ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიურმა გაურკვევლობამ მსოფლიოს კიდევ ერთი არასტაბილურობა შემატა", - წერს ავტორი.
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)