|
2017-12-14 20:35:08, 1877 ნახვა
კომენტარი
კალაძის თქმით, არსებობენ სოციალურად დაუცველებს ამოფარებული ადამიანები, რომლებიც უკანონო მშენებლობებიდან სარგებელს ნახულობენ
არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან მოქალაქეები ჩამოყავთ და თანხებს უხდიან იმისთვის, რომ გარკვეული ტერიტორია მიითვისონ და იქ შენობა-ნაგებობები განათავსონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპახუხოდ განაცხადა. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის მთავრობისთვის მიუღებელია. „ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ის განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ბევრმა გაიგო, თუმცა ბევრმა შესაძლოა, ვერ გაიგო. არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოყავთ, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მიწა მონიშნონ, ან ააშენონ პატარა, ერთსართულიანი შენობა, იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მისი დაკანონება მოხდეს. ეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფარად ჰყავთ, რომლის უკან გარკვეული ადამიანების ჯგუფია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს თავად არ განახორციელებენ, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება. „რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, როდესაც უკანონოდ აშენებ მიწაზე, სადაც არანაირი ნებართვა არ გაქვს. ასეთი შემთხვევა ფაქტობრივად, ყველა რაიონშია. დემონტაჟის სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, მიეცათ გონივრული ვადა, რომ თვითონვე განახორციელონ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. თუ თვითონ არ იმოქმედებენ, შემდეგ აღსრულების სამსახური იმოქმედებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. (NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)