12:00 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 18:25:52, 2663 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას Facebook-ის მეშვეობით გამოეხმაურა.

როგორც ლუცენკო წერს, საცხოვრებელი სახლის პიკეტირების მორალური მხარე აქციის მონაწილეების სინდისზეა.

"შაბათობის ყოველთვის ვმუშაობ. ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩემ სახლთან აქცია მიმდინარეობდა, სამხედრო ტყვეების გაცვლის პრობლემებზე თათბირი გავმართე. ჩემი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას ყოველთვის მშვიდად ვხვდები. საცხოვრებელი სახლის პიკეტირების მორალური მხარე აქციის მონაწილეების სინდისზე იყოს. ყოველთვის ნამუსიანად ვმუშაობ. მათი კერპისგან, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით არასდროს გავქცეულვარ საკუთარი ქვეყნიდან", - წერს გენერალური პროკურორი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ავტო-მაიდანის მხარდამჭერები, უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან აქციას მართავენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics