13:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 13:58:13, 1663 ნახვა

კომენტარი
უგულავა: სააკაშვილის დაკავება არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ხდება

,,თავი ამ ყველაფრის არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკშვილის მიმართ’’, –ასე გამოეხმაურა  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას „ევროპული საქართველოს გენერალური“  მდივანი გიგი უგულავა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდა ექცეოდნენ.

,,ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდე ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში უკრაინაში ხდება.  ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევში პასუხისმგებლობა ბუნებრივია პოლიტიკურ დევნაზე სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics