|
2017-12-04 13:15:55, 2132 ნახვა
კომენტარი
კობა გვენეტაძე: დღეის მდგომარეობით, მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება იკვეთება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებასა და გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ნავთობის ფასები 43%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციის მაჩვენებელზე მოქმედებს. გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში, ისევე როგორც ყველა ღია ეკონომიკებში, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი შოკები გარდაუვალია: „ბოლო პერიოდში გამოიკვეთა დამატებითი ფაქტორები, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ უკვე რეალიზდა, ალტერნატიულ სცენარში განხილული რისკები. მხედველობაში მაქვს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა. 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ნავთობის ფასები 43%-ით გაიზარდა.ეს არის ის ერთ-ერთი ეგზოგენური ფაქტორი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს ავტომატურად გადმოეცემა.საქართველოში, ისევე როგორც ყველა ღია ეკონომიკებში, გარდაუვალია ეგზოგენური, ანუ მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი შოკები, რის გამოც ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლები შესაძლებელია, განსხვავდებოდეს მიზნობრივისგან. გადახრის სიდიდე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია შოკის სიძლიერესა და ხასიათზე და ეროვნული ბანკის რეაქციაზე ამ შოკის მიმართ“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და ამდენად ცენტრალური ბანკები როგორც წესი მოთხოვნილ შოკებზე რეაგირებენ. გვენეტაძის თქმით, მეორე მხრივ, ვინაიდან მიწოდების ეგზოგენურ შოკებზე რეაგირება ეკონომიკის ძლიერ მერყეობას იწვევს და მაღალია საზოგადოებრივი დანახარჯი, ცენტრალური ბანკები ასეთ შოკებზე უმეტესწილად არ რეაგირებენ: „ეს კი ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში ფაქტობრივი ინფლაცია შესაძლებელია გადახრილი იყოს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი დაუბრუნდება მის შოკამდელ დინამიკას“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით, იკვეთება მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამასთან დაკავშირებით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, 13 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ორჯერ წინასწარ ცნობილი კალენდრის შესაბამისად და იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ინფლაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კერძოდ, ღია ბაზრის და სხვა ფულად–საკრედიტო და სავალუტო ოპერაციები, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისია და მიმოქცევა, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშება და დაცვის წესების განსაზღვრა; ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად–საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა) საპროცენტო განაკვეთების დადგენა; მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრა; ფულად–საკრედიტო, სავალუტო და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის ცვლილების ან უცვლელად დატოვების შემთხვევაში, იმავე დღეს ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)