21:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 14:24:32, 2019 ნახვა

სამართალი
სუს-ი: ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს, ბინიდან ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს, ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა  წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, გამოძიების ამ ეტაპზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების  პრევენციაზე, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

სუსი  გარდაცვლილი  ივანე გოლაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.

„დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მადლობას ვუხდით ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთრი სიცოცხლის რისკის ფასად, დაიცვა ჩვენი მოქალაქეები.

მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას სპეცოპერაციის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და  თანამშრომლობისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე  მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით“,-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics