03:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 11:57:43, 3616 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში ლარის კურსზე სახაზინო ოპერაციების გავლენას გამორიცხავენ

სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს ლარის კურსზე არც დეკემბერში და არც იანვარში არ უმოქმედია,-ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს  სახაზინო სამსახურის უფროსმა  ცოტნე ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს ლარის კურსზე არც დეკემბერში და არც იანვარში არ უმოქმედია, რასაც მოწმობს ის ფაქტი რომ კომერციულმა ბანკებმა წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს დამატებით 100 მლნ ლარი ისესხეს ეროვნული ბანკისგან (კომერციულ ბანკებს რომ ჰქონოდათ ლარის სიჭარბე, მათ არ დასჭირდებოდათ დამატებით ლარის სესხება)“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა და აქვე დასძინა, რომ პირველი დეკემბრიდან 15 იანვრის მდგომარეობით, ხაზინის ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციებით მიმოქცევაში ლარის ოდენობა  150 მლნ ლარითაა შემცირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics