19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 15:51:34, 1847 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი: საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ალან პიუმ დადებითად შეაფასა საქართველოს საქმიანობა როგორც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის, ისე ქვეყნის შიგნით ოთხ-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების კუთხით.

„საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი. საქართველოს ღიაობა და მზაობა, ვაჭრობისადმი პროგრესული მიდგომა, აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, აშკარად მისასალმებელია“, - აღნიშნა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში, ალან პიუმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიურ ჩართულობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.

EBRD-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაცია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის პროექტით გათვალისწინებულ კონტექსტს და სრულად იზიარებს აღნიშნული ინიციატივის ხედვებს და ამოცანებს. მისი განცხადებით, აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკითბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სპონსორია.

ალან პიუმ აგრეთვე ისაუბრა იმ როლზე, რაც შეიძლებაორგანიზაციამ შემდგომში გასწიოს სარტყელი და გზის ინიციატივის ფარგლებში. „უპირველესყოვლისა, ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ჩავერთოთ პოლიტიკურ რეფორმებში ყველა პარტნიორთან.ასევე ხაზი მინდა გავუსვა კერძო სექტორის მობილიზაციის აუცილებლობას აბრეშუმის გზის კონტექსტში. სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, კერძო სექტორმა უნდა ჩადოს ფინანსები, კადრები და ძალისხმევა“, -განაცხადა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებზე და ორგანიზაციის კონტრიბუციაზე ამ მიმართულებით. ალან პიუს თქმით, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით, EBRD-ს 500 მილიონი დოლარის წვლილი შეაქვს, სამხრეთ გაზის კორიდორის განვითარებაში, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, თურქეთს და დასავლეთ ევროპას საქართველოს მეშვეობით. „ყარსი-ახალქალაქი-განჯის გზატკეცილი დააკავშირებს მნიშვნელოვან ადგილმდებარეობებს ერთმანეთთან. ეს იქნება სატრანსპორტო განვითარების ერთ-ერთი ნიმუში ამ რეგიონში“, - აღნიშნა ალან პიუმ. სტუმარმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოშიანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics