|
2017-11-28 10:45:45, 1771 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება
საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, როცა თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იმართება, ამის ნათელი დადასტურებაა. "დღევანდელ ფორუმში მონაწილეობს 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც გახლავთ უნიკალური მოვლენა. თქვენ ვერ ნახავთ კომპანიას, სერიოზულ მოთამაშეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომ არ მონაწილეობდეს ამ ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები. გაფორმდება რამდენიმე კონტრაქტი, მათ შორისაა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელსაც აფორმებს ანაკლიის კონსორციუმი. მინდა გამოვყო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიასა და "საქართველოს რკინიგზას" შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს უკეთესად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინდა აღვნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, "საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში და სხვა",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, საქართველოსთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულია. "ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ ის, რომ საქართველოსთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ აბსოლუტური პრიორიტეტი. რაც შეეხება საქართველოზე გამავალ მეორე სარკინიგზო მიმართულებას, ეს უბრალოდ საშუალებას მოგვცემს მეტი სინერგია შევძინოთ ამ მიმართულებას. თქვენ თუ მოუსმენთ მოსაზრებებს, რომელსაც აფიქსირებენ ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათლად ჩანს, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს პირიქით, დაეხმარება, შექმნის სინერგიას და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)