20:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 11:44:34, 481 ნახვა

პოლიტიკა
ან ბრასორი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარ მხარდაჭერას ვადასტურებთ

„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარ მხარდაჭერას ვადასტურებთ“, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოში სასამართლო, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს აკვირდებიან.

ბრასორის შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციული მიზნები აქვს.

 „ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ.  დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ სტუმრათმოყვარეობისთვის, რომელიც აქ დამხვდა.   ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ვხვდებით.  საქართველოს დელეგაცია დიდ როლს ასრულებს  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.  საქართველოს აქვს ევროინტეგრაციული მიზნები, ამიტომ ასეთი ვიზიტი, მონიტორინგი, რომელსაც ვახორციელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმის  პროცესს, ადამიანის უფლებათა საკითხს, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა.  ასევე ვადასტურებთ ჩვენ მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნა ან ბრასორიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics