20:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 10:51:29, 406 ნახვა

პოლიტიკა
ორხევში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა

ორხევში წუხელ ავტომობილი ხიდიდან გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ავტომობილში მჯდომი სამი ადამიანი, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი დაშავდა.

სამივე მათგანი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადიან. დაშავებულების  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ,  ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და  რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics