|
2017-11-24 15:23:22, 1934 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებში ცვლილებების შეტანის მიზეზს განმარტავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცების შემდეგ, ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირების მიზეზს განმარტავს. „ვენეციის კომისიამ როდესაც გამოგვიგზავნა თავისი პირველი დასკვნა, იქ შენიშვნები ასახული არ იყო. უკვე მეორე დასკვნაში ასახული იყო დამატებითი შენიშვნები, გვიწევს დამატებითი შენიშვნების შესაბამისად ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება. ეს იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დაგვჭირდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცების შემდეგ, ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ვენეციის კომისიისგან ძალიან დადებითი შეფასება მიიღეს: „კომისიას ჰქონდა ძალიან პოზიტიური მიზანი, იყო პოზიტიური პოლიტიკური ნება, რასაც ეფუძნებოდა კომისიის საქმიანობა, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჩამოყალიბდა ძალიან დახვეწილი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის. ვენეციის კომისიისგან ჩვენ მივიღეთ ძალიან დადებითი შეფასება ყველა მიმართულებით. იყო რამდენიმე შენიშვნა, რომელიც იქნება გაზიარებული ახალი ცვლილებების სახით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, ახალმა კონსტიტუციამ ახალი კონსტიტუციური დღის წესრისგისთვის ძალიან მყარი საფუძველი უნდა შექმნას: „ვფიქრობთ, ეს დღის წესრიგი იქნება ძალიან გამართული და დემოკრატიული“,-განმარტა კობახიძემ.
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)