14:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 14:35:18, 965 ნახვა

რეგიონი
საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ ბათუმში შემოვიდა

დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი ,,გეპრატი" შემოვიდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბათუმის ნავსადგურში  საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, სამხედრო ხომალდის ბათუმის პორტში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება  ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები.

 ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში.

დღესვე, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ფრეგატის კაპიტანმა ჟაკ მალარმა შეხვედრა გამართეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში. 

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics