07:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 14:37:00, 1764 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  ე.წ. საზღვარი ხვალიდან  24 ნოემბრის ჩათვლით ჩაიკეტება.

ციხელაშვილის თქმით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის:

„სხვადასხვა ე.წ. თარიღებთან დაკავშირებით ხდება ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვა, რომლითაც ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა აქვთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხინვალის რეგიონის და მისი მოსახლეობისთვის. ასეთი პრაქტიკაა 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადასასვლელი გაიხსნება, შეუძლებელია ჩაიკეტოს დიდი ხნით, მაგრამ ის პერიოდი, როდესაც ხდება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, უკვე დამატებით უქმნის პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად 23 ნოემბერს რეგიონში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებები სახელდება, რომელიც "ვაჟკაცობისა და სახალხო ერთიანობის" დღეს უკავშირდება. ე.წ. საზღვრზე მიმოსვლა 24 ნოემბერს, საღამოს აღდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics