19:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 15:33:10, 443 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან  ერთად დუშეთის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო მოინახულა.  

გიორგი მარგველაშვილმა ეკლესიისკენ გზა ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან ერთად გაიარა. ქვეყნის პირველ პირს ჟურნალისტები მსვლელობისას არაფორმალურ გარემოში გაესაუბრნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში სანთლები დაანთეს და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.

„მინდა მივულოცო ყველას, მთელ საქართველოს გიორგობის დღესასწაული. წმინდა გიორგი ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია ჩვენთვის. ის არ იყო მხოლოდ მებრძოლი, არამედ მან შეძლო სულიერებით მასზე ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერი ადამიანების დამარცხება. გარკვეულწილად ის საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოც გახდა, რადგან მთელი ისტორიის განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში, როდესაც ფიზიკურად ბევრად ნაკლები ვიყავით მტერზე, ყოველთვის ვიბრძოდით და ამ ჩვენი ძალის უკან ყველთვის იდგა სულიერება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დღეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას მაკა ჩიჩუამაც მიულოცა: „მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდი წმინდანის დღესასწაულს. სრულიად საქართველოს ფარავდეს წმინდა გიორგი.“ 

დღევანდელ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics