|
2015-05-06 14:25:13, 835 ნახვა
საზოგადოება
ხეების მოვლის ერთიანი წესი შემუშავდა
ხეების მოვლისა და სხვლა–ფორმირების ერთიანი წესი შემუშავდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მედიას შემუშავებული დოკუმენტი „ხეების მოვლა და სხვლა–ფორმირება საქართველოს ქალაქებში“ გააცნო. როგორც მან განაცხადა, დუკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში შემუშავდა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი, ქალაქებში მწვანე ნარგავების მძიმე მდგომარეობის, ხეების გადაბელვის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრას, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებას და ნარგავების მოვლის ევროპული წესების შემოღებას ითვალისწინებს. აგულაშვილის თქმით, დოკუმენტის მიზანია, საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, სატრანსპორტო მონაკვეთებში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი მდგრადობის გაუმჯობესება. „ეს დოკუმენტი მომზადდა იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ, არსებული მწვანე კუნძულები და მწვანე ზოლები შევინარჩუნოთ, ასევე შევქმნათ ახალი, რათა აქტიურად ვიმოქმედოთ ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების და ხმაურის შემცირებისათვის. ამ დოკუმენტის მთავარი პრინციპი არის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტიქიური მოვლენები შემცირდეს. გვსურს და ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული პირი“, – განაცხადა აგულაშვილმა. მისივე განმარტებით, დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ის ეხება, როგორც დედაქალაქს, ისე სხვა თვითმმართველ ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს. მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს გადაეგზავნებათ განსახილველად, რომლებიც საკუთარი შენიშვნებით უკან გამოაგზავნიან, რათა საბოლოო ვარიანტი იყოს მიღებული. „ამ პროცესში ჩართულობას ვთაზობთ რა თქმა უნდა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დოკუმენტს ხელმისაწვდომს გავხიდთ ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ექნება სურვილი რომ მის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა აგულაშვილმა. მისივე ინფორმაციით, თვითმმართველი ქალაქებისა და ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) განახორციელებს. CENN–ის წარმომადგენელის ნანა ჯანაშიას განცხადებით, ტრენინგი დღეს დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება. მისივე თქმით, ადგილობრივ წარმომადგენლებს ტრენინგი ხეების მოვლაზე, გადაბელვაზე და სწორად მოჭრაზე ჩაუტარდებათ. „საზოგადოება ძალიან აღშფოთებულია, რომ სპეციალურად გამოყოფილი კომისიების მიერ არასწორად ხდება ზოგჯერ ხეების მოჭრა და სწორედ ამ საკითხებზე, სტანდარტებზე მოხდება ჩამოყალიბება, თუ რა შემთხვევაში და რა სახეობის ხეების მოჭრაა შესაძლებელი, როგორ უნდა მოხდეს და როდის უნდა მოხდეს ხეების გადაბელვა. გარდა ამისა, აგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ადგილობრივ მთავრობას შეუძლია სათემო ტყეების მართვა. გარემოს დაცვის სამინისტრო და ჩვენ ცოტა ვშიშობთ, რომ ჯერ არ არის ადგილობრივი მთავრობა მზად სათემო ტყეების მართვისათვის, ამიტომ ტრეინინგი ასევე შეეხება ამ საკითებსაც, თუ რა ვალდებულებები, პასუხისმგებლობები აქვს ადგილობრივ მთავრობას“, – აღნიშნა ჯანაშიამ. ჯანაშიას თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო ტყეების კატეგორიზაციასა და ზონირებასთან დაკავშირებით დოკუმენტზეც მუშაობს. მისივე განცხადებით, ეთხი ტიპის ტყე დამკვდრდება – დაცვითი, დაცული, ეკონომიკური და სოციალური, ანუ სათემო ტყე. „სათემო ტყის განვითრება ძალიან მნიშვნელოვანია სიღარიბის აღმოფხვრისა და რეგიონების განვითრებისათვის“, – აღნიშნა ჯანაშიამ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)