14:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 11:41:49, 678 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ რიზეს გუბერნატორთან და მერთან შეხვედრები გამართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა ერდოღან ბექთაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

აჭარის დელეგაცია რიზეში ასევე, ქალაქის მერს რეშათ ქასაფს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს მეზობელ რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებს.

მოგვიანებით დელეგაცია რიზეს რეჯებ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს ეწვია და შეხვედრა გამართა ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ასევე იმ ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებიც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობენ. რიზეს უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია არსებობს ქართული ენის განყოფილება.

ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, რიზეს უნივერსიტეტში ქართული სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართველი და თურქი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics