21:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 14:54:28, 1805 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის დამტკიცების შემთხვევაში უწყებების მართვის ეფექტიანობის ხარისხი გაიზრდება

„ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, ფინანსთა მინისტრი",- ასე შეაფასა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძის კანდიდატურების წარდგენას.

 „ვფიქრობ, რომ ამ ორი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, გაიზრდება როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. „გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი, უნარიანი კადრი საქართველოს მთავრობაში და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია იქნება ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics