20:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 08:36:05, 2068 ნახვა

პოლიტიკა
ვის აქვს არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;  

ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს; შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელს; რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს); რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი); მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს);

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი. დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს: კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს. დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს უფლება არ აქვს: ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე; აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics