|
2017-11-09 16:23:51, 2196 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ლიპარტია: გამარჯვების შემდეგ, სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობას ერთად შევუდგებით
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ სოფელ ტაბაწყურის ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ნინოწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანიც ესწრებოდნენ, მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტაბაწყურში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართეთ, სადაც სოფელში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ და შემდგომში საქმეს ყველანი ერთად შევუდგებით, რათა სოფლებში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ. ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერობის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. „მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. ადგილობრივებისგან მხარდაჭერა მივიღეთ. ლევან ლიპარტია კი, მათ გამარჯვების შემთხვევაში, სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.
(NS)
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)