|
2017-11-09 12:15:08, 1904 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში გაემგზავრა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 9-12 ნოემბერს გაიმართება შეხვედრები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან იოახიმ ბერტელესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ანდრეას მიხაელისთან, გერმანიის პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენელთან საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატ როდერიხ კიზევეთერთან და გაეროში გერმანიის ყოფილ ელჩთან, ჰარალდ ბრაუნთან. შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, 24 ნოემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს, ასევე, საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ებერტის ფონდების, აგრეთვე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. 11 ნოემბერს ვიქტორ დოლიძე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის „A Soul for Europe“ მუშაობაში, სადაც სიტყვით გამოვა საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაზე.
(NS)
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)