|
2017-11-08 16:45:12, 1881 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ბიორნ სოდერის ხელმძღვანელობით, შვედეთის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, 24 ნოემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში შვედეთის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე: „შვედეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენთვის, მხარდამჭერი ინტეგრაციულ პროცესებში, რეფორმების გატარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ესოდენ სერიოზული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. თქვენ იცით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინიციატორი სწორედ შვედეთი იყო და გვინდა, განვიხილოთ, განსაკუთრებით სამიტამდე, იმ საკითხთა ნუსხა, რომელიც განიხილება დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თემები იქნება განხილული, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე“,-განუცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)