|
2017-11-03 16:35:46, 1820 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ინფლაციის მოთოკვის ყველანაირი ინსტრუმენტი გაგვაჩნია
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ლარიზაციასთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" წევრ ოთარ კახიძის შეკითხვას უპასუხა. "ლარიზაცია ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის რყევებზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იყოს დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე ორი მიმართულებით. პირველი-როდესაც ისინი სესხის გადასახადს იხდიან კომერციულ ბანკებში და მეორე- როდესაც ფასები ძვირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მოთოკვის ყველანაირი ინსტრუმენტი გაგვაჩნია და შესაბამისად, აქ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როდის დაიწყება შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობა?, - ოთარ კახიძის ამ შეკითხვაზე პასუხისას დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებს დაეყრდნო. კერძოდ, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა. ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" წევრისთვის ოთარ კახიძისთვის გაუგებარია, როგორაა ლარიზაციის პროგრამა წარმატებული მაშინ, როცა ლარი პროგრამის ამოქმედებიდან კიდევ უფრო უფასურდება. ოთარ კახიძემ ამ შეკითხვით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ქუმსიშვილმა დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა: "თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და ეს უნდა გააგრძელოთ, მაშინ, როდესაც შარშან ამ დროს ლარის კურსი იყო 2.41, ახლა არის 2,62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. როცა გამოაცხადეთ ლარიზაციის პროგრამა 2.55 იყო ლარი და ახლა უფრო გაუფასურებულია. რანაირად არის წარმატებული, როცა უარესობისკენ მიდის საქმე? რისი ბრალია ლარის გაუფასურება, ქადაგიძის ბრალია, საგარეო ფაქტორების და შოკების ბრალია, მოსახლეობის არასწორი მოლოდინების ბრალია, თუ ლარი კი არ უფასურდება, დოლარი მყარდება და ყველაფერი კარგად მიდის, რომელია აქედან სწორი? მეორე, მაინტერესებს როდის დაიწყება შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობა?",-მიმართა ოთარ კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)