11:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 16:28:24, 2037 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი მოსახლეობაში შექმნილი მოლოდინებია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ლარის კურსის გაუფასურებას  მოსახლეობაში არსებულ მოლოდინებს უკავშირებს.

კერძოდ, როგორც კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქვეყანაში მოლოდინი, რომ ყოველ წელს მე-4 კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მცირე, ზოგჯერ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და მოსახლეობა დოლარს წინასწარ ყიდულობს, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს.

გიორგი კაკაურიძის მტკიცებით, ყველანაირი ფაქტორი, რომელიც  გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება სწორედ ფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული:

„დიდწილად ლარის ცვალებადობაში როლი ითამაშა შექმნილმა მოლოდინებმა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინები შექმნილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.  ჩამოყალიბდა ქვეყანაში მოლოდინი, რომ ყოველ წელს მე-4 კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს, მცირე ბიზნესს, შეიძლება მსხვილ ბიზნესს, მოსახლეობასაც მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როცა გარკვეული შემოსავლები უჩნდებათ, ცდილობენ მეოთხე კვარტლის დასაწყისში შეიძინონ ვალუტა. სამწუხაროდ ეს მოცემულობა გვაქვს. ეს მოცემულობაც სამართავია და უნა მოხდეს მოლოდინების სწორად ჩამოყალიბება. მოლოდინები ახდენს დიდ გავლენას ლარის კურსზე“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics