|
2017-10-31 14:23:52, 1921 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: აშშ-ის საელჩო კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში ახალი ცვლილებების მომზადების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მმართველი გუნდის მიერ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მიესალმება. საუბარი, ასევე, საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)