17:09 - 28 Jul, 2026
|
2017-10-30 20:14:07, 2128 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე ეწვევა
31 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი ეწვევა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი საქართველოში ვიზიტს 3 ნოემბერს დაასრულებს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)