|
2017-10-29 16:18:52, 2326 ნახვა
პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს
ვარდების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსი" აქციას მართავს. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობა. ინაშვილის თქმით, ხელისუფლება ხალხს ატყუებს. „უნდა გადადგეს ის მთავრობა და ის პრემიერი, რომელიც ატყუებს ხალხს, თითქოს ეკონომიკური ზრდა 5%-ია და ჩვენ ვხედავთ როგორი კრიზისია ლართან მიმართებაში. უნდა გადადგეს მთავრობა და პრემიერი, რომლის სახელმწოფოშიც მაღალია სიღატაკის დონე,სადაც ათასობით ბავშვს შია, ასობით ადამიანი კარგავს ბინას, სადაც ათასობით მოქალაქე არის საბანკო სექტორის მძევალი. ჩვენ ამ ხელისუფლებას ვაიძულებთ, დაინახოს ეს ხალხი, რომლსაც არ ხედავს, ვერ ამჩნევს და მთელი ეს ორი თვეა იგნორირებას უწევს მოშიმშილეებს, მათ მოთხოვნას, ათასობით ადამიანის გამოსვლას და მოთხოვნას,11 მოშიმშილე კი არა 1 კაცი რომ იდგეს პლაკატით ხელში პარლამენტის წინ და ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნა, ხელისუფლება ვალდებულია, ჰკითხოს ამ ადამიანს, რას აპროტესტებს ის“,-განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ შიმშილობის აქცია არ შეწყდება. „დღეიდან სხვა საპროტესტო კერებიც გაჩნდება ქვეყანაში“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა. „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია მსვლელობით ვარდების მოედნიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)