19:18 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 11:37:58, 395 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ, ყველა ის პროექტი გაგრძელდება, რაც ჩვენი ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ყველა ის პროექტი, გაგრძელდება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

ამის შესახებ ჯანელიძემ  ჟურნალისტებს თავდაცვის უწყებაში  მინისტრობის კანდიდატთან  თინა ხიდაშელთან ერთად გენერალური შტაბის შემადგენლობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მინდია ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის  შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„მინდა მადლობა გადავუხადო  თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის  მთელ შემადგელობას იმ  სამსახურისთვის, რაც ჩვენ ერთად გავწიეთ. ჩვენ დღეს ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას, მოხდა გაცნობითი შეხვედრა. თინა ხიდაშელთან მანამდეც მქონდა შეხვედრა, რომელზეც მოსაზრებები გავცვალეთ, ვისაუბრეთ მიმდინარე ძირითადი პროცესების,  ხედვების შესახებ.  დარწმუნებული ვარ, ყველა ის პროექტი, გეგმა გაგრძელდება და მივა ბოლომდე, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს გააძლიერებს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics