|
2015-05-04 11:02:16, 435 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ფოტოკონკურსის „დაუვიწყარი წამი“ გამარჯვებულები დაასაჩუქრა
„თიბისი ბანკისა“ და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსის „დაუვიწყარი წამი“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ნომინაციის საუკეთესო ფოტოებისათვის, თეონა ჟორჟოლიანი ( ნამუშევრით „მატარებელი“ ) და მარიამ ხიდეშელი (ნამუშევრით „ბავშვი ეტლში“) „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს, „თიბისი ბანკის“ სახელით, ფოტოაპარატი CANON 650D გადაეცათ. ფოტოკონკურსი „დაუვიწყარი წამი“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში უკვე ორი წელია ტარდება და მისი მიზანია, მოყვარული ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა და მათი სტიმულირება. „დაუვიწყარი წამი“ არის ერთადერთი ნომინაცია „ქოლგას თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა უფასოა და ფოტოს ავტორისგან პროფესიონალიზმს არ მოითხოვს. წლევანდელ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, 900-მდე ფოტო მონაწილეობდა. გასულ წელთან შედარებით 2015 წელს ნომინაციაში მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა. კონკურსში მონაწილეობის საშუალება „თიბისი ბანკის“ თანამშრომლებსაც მიეცათ. გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი მარიამ ხიდეშელი, სწორედ „თიბისი ბანკის“ თანამშრომელია. კონკურსში წარდგენილი ყველა ფოტო „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) გამოიფინა. ექსპოზიცია ბანკში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)