|
2017-10-27 14:27:34, 2328 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობა ნუცუბიძის ქუჩაზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, შს მინისტრი ვალდებულია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხები წარმოადგინოს. „შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი მღებრიშვილი მას შემდეგ რაც არის მინისტრი არასდროს არ ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში, ძალიან ბევრ უმწვავეს საკითხზე პასუხების გასაცემად. მას რა თქმა უნდა თუ აქვს სიმართლე, არგუმენტები, მან ეს უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაცაა“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცი ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სსკ-ის 116-ე მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)